2020-06-08 18:47:55, 1830 ნახვა
საზოგადოება
დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან
დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან.
აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჯარიმის გადახდა იმ შემთხვევაშიც მოუწევთ, თუ ტრანსპორტში ყოფნისას პირბადეს არ გაიკეთებენ.
„პირბადის ტარება ღია სივრცეში არ არის სავალდებულო, შესაბამისად სპეკულაციები თითქოს ღია სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია, არის ტყუილი. პირბადის ტარება იქნება სავალდებულო დახურულ სივრცეში, ხოლო ვინც არ გაიკეთებს, დაჯარიმდება არა 50, არამედ 20 ლარით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,