|
2020-05-21 16:16:10, 1334 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყოთ, უსაფრთხოდ აღვადგინოთ საქართველოსა და თურქეთს შორის როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოისთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენ თურქეთთან გვაკავშირებს არა მხოლოდ აქტიური ტურისტული მიმოსვლა, არამედ საერთო საქმიანი კავშირებიც. ბიზნესით დაკავებული ბევრი თურქი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში და პირიქით. ორ ერს შორის კავშირი საკმაოდ ძლიერია და მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის აქტიური იყო. მინისტრის განცხადებით, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, უსაფრთხო იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაც. „აქედან გამომდინარე, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან ვისაუბრეთ იმ პროტოკოლებსა და აუცილებელ პირობებზე, რომლებიც უნდა შესრულდეს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღსადგენად. ასევე ყურადღება გამახვილდა „თურქეთის ავიახაზების" მზადყოფნაზე, რომ აღადგინოს ფრენები. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო თურქეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ თურქეთი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ერთგვარი სატრანზიტო ჰაბი საქართველოში ჩამოსასვლელად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. შეხვედრაზე ნათია თურნავამ თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, პირველ ივლისს გახსნას ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის. მისი თქმით, საქართველომ გაატარა პანდემიის გავრცელების შემაკავებელი ეფექტური ქმედებები, რომელმაც ქვეყანას საშუალება მისცა, უფრო ადრე გახსნას საკუთარი ტურისტული სექტორი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თავის გადაწყვეტილებებში მკაცრად იცავს ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინებს, რათა საქართველოში მოგზაურობა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ნათია თურნავა - საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება „ჩვენ თურქეთთან გვაკავშირებს არა მხოლოდ აქტიური ტურისტული მიმოსვლა, არამედ საერთო საქმიანი კავშირებიც. ბიზნესით დაკავებული ბევრი თურქი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში და პირიქით. ორ ერს შორის კავშირი საკმაოდ ძლიერია და მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის აქტიური იყო. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყოთ, უსაფრთხოდ აღვადგინოთ საქართველოსა და თურქეთს შორის როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოისთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, უსაფრთხო იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაც. „აქედან გამომდინარე, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან ვისაუბრეთ იმ პროტოკოლებსა და აუცილებელ პირობებზე, რომლებიც უნდა შესრულდეს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღსადგენად. ასევე ყურადღება გამახვილდა „თურქეთის ავიახაზების" მზადყოფნაზე, რომ აღადგინოს ფრენები. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო თურქეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ თურქეთი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ერთგვარი სატრანზიტო ჰაბი საქართველოში ჩამოსასვლელად," - აღნიშნა ნათია თურნავამ. შეხვედრაზე ნათია თურნავამ თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, პირველ ივლისს გახსნას ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის. მისი თქმით, საქართველომ გაატარა პანდემიის გავრცელების შემაკავებელი ეფექტური ქმედებები, რომელმაც ქვეყანას საშუალება მისცა, უფრო ადრე გახსნას საკუთარი ტურისტული სექტორი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თავის გადაწყვეტილებებში მკაცრად იცავს ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინებს, რათა საქართველოში მოგზაურობა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)