|
2015-08-21 18:38:18, 829 ნახვა
საზოგადოება
დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი დღეიდან 15 დღით დაიკეტება
მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით, დღეს 10:00 საათზე დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი 15 დღით დაიკეტება. თბილისის მერიის ინფორმაციით, წყალსადენის, კანალიზაციის ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას დიდუბის რაიონის გამგეობა და შ.პ.ს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთობლივად განახორციელებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის კაპიტალურ შეკეთებას დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში აღნიშნული ქუჩა ორ ეტაპად გადაიკეტება: 15 დღით გადაადგილება შეიზღუდება ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ხიდამდე, ხოლო მომდევნო 15 დღის განმავლობაში შეიზღუდება დავით ყიფიანის ქუჩა აკაკი წერეთლის გამზირამდე.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)