13:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 19:27:18, 1433 ნახვა

საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭანტურიას ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირის ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება თავისუფალია

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაასრულა მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. დაიგო ასფალტის საფარი 14 500 კვ.მ ფართობზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ „ჯიარჯი“ განახორციელა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან კი, 1 130 000 ლარი დაიხარჯა.

საავტომობილო მოძრაობა აღდგა ჭანტურიას ქუჩაზეც, სადაც გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდა ძველი თბოქსელი, ჩატარდა მიწის სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე, სულ 2 500 კვ.მ ფართობზე.

ასევე, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა ასფალტის ქვედა ფენის დაგება ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად გადაადგილდებიან.

პარალელურად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის მეორე ფენის დასაგებად ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics