12:04 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 11:08:03, 295 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყება

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივით „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ 2027 იწყება.

ჯილდოს მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გზით, ასევე იმ მასწავლებლების აღიარება, რომელთაც ფინანსური განათლების გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

„ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ ბაზისბანკის მხარდაჭერით უკვე მეორედ ტარდება. კონკურსი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და წარმატებით განხორციელდა. 2026 წელს ჩატარებული ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებული გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას შუწყობენ ხელს, იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს და ახორციელებენ ინიციატივებს აღნიშნული მიმართულებით.

გამარჯვებული მასწავლებელი ბაზისბანკისგან მთავარ პრიზს და ფულად ჯილდოს მიიღებს, ხოლო ფინალისტები ფულადი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცანით ბმულზე.

ასევე, დაინტერესებული მასწავლებლებისთვის 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა.

ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ „ფინედუსთან“ ერთად მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება საინტერესო ინიციატივების განხორციელებაში, რომელიც ფინანსური განათლების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics