|
2015-08-20 12:16:17, 642 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ 4 რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგების დასკვნითი ეტაპი დაიწყო
სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დღეს 4 რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრში 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკარებმა უკვე გაიარეს ტრენინგების სამი ფაზა. „ამ ეტაპზე ტრენინგები ოთხი რეგიონის ბიბლიოთეკარებს, 16 ადამიანს უტარდება. მათ უკვე გაიარეს ტრენინგების სამი ფაზა, 20-23 აგვისტოს კი ტრენინგების დასკვნითი, მეოთხე ფაზა ჩატარდება. ტრენინგების ძირითადი მიზანი, ბიბლიოთეკარებში ისეთი უნარების გამომუშვებაა, რომელიც მათ რეგიონულ ბიბლიოთეკებში სხვადასხვა პროექტების განხორციელებში დაეხმარებათ. ასევე ექნებათ შესაძლებლობა IT უნარებში სოფლის მოსახლეობისთვის ტრენიგებიც ჩაატარონ, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა. ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტრენინგების შემდეგ ბიბლიოთეკარებს უკვე თავისუფლად და დამოუკიდებლად შეეძლებათ საპროექტო განაცხადით მუნიციპალიტეტისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის მიმართვა, გაერკვევიან რა არის ინფორმაციის თავსუფლება და პროექტიული გამჭვირვალობა, შეძლებენ მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად ბიბლიოთეკაში არსებული IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტი განახორციელონ. პროექტი “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)