|
2015-08-19 15:59:10, 522 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს მისცემოდა საშუალება, გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო
"კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს მისცემოდა საშუალება, გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, გენერალური დებატების გახსნისას, როგორც წესია, პირველ რიგში სიტყვით სახელმწიფოების მეთაურები, შემდეგ კი- მთავრობის მეთაურები გამოდიან. თენგიზ ფხალაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის პოზიცია მთავრობის მიერ გაზიარებული იქნება და მას მიეცემა საშუალება, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდეს და ქვეყანა წარმოაჩინოს. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 29მ სექტემბერს ნიუ-იორკში იმართება მაღალი დონის დისკუსია, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპის მომავალს და ქალთა როლის გაძლიერებას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სხვა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი. საქართელოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს და მისი ინიციატივით 2015 წელი გამოცხადებულია ქალთა წლად. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია მისი მიწვევა ამ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტს დადასტურებული აქვს ამ ღონისძიებაზე დასწრება. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნას გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ყოფნა იქნას მაქსიმლურად გამოყენებული. იგეგმება რიგი შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მეორე საკითხი, საქართველოს პრეზიდენტი არის ის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა პირდაპირი საერთო-სახალხო არჩევნებით. აქედან გამომდინარე და საერთაშორისო არენაზე მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ავტორიტეტი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული და რადგან პრეზიდენტი იმ პერიოდში არის შეერთებულ შტატებში, როდესაც იხსნება გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები, კარგი იქნებოდა, რომ მას მისცემოდა საშუალება, სიტყვით გამოსულიყო გენერალურ ასამბლეაზე. როგორც წესი, პატარა ქვეყნები იყენებენ ხოლმე ამ შესაძლებლობას.გაეროში არის თავისი წესები, როდესაც იხსნება გენერალური დებატები, ჯერ პირველ რიგში სიტყვით გამოდიან სახელმწიფოების მეთაურები, მხოლოდ ამის შემდეგ გამოდიან მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლები. ეს პოზიცია სამწუხაროდ ჯერჯერობით გაზიარებული არ არის, თუმცა გაროს გენერალურ დებატებამდე დაახლოებით, ერთი თვეა დარჩენილი და კარგი იქნება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს პოზიცა იქნება გაზიარებული",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. ცნობისთვის, სავარაუდოდ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოდან ორი დელეგაცია დაესწრება. ერთი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მეორე კი- პრეზიდენტის.
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)