|
2020-05-01 15:22:11, 2876 ნახვა
ეკონომიკა
ბექა ფერაძე - მოვუწოდებ ბიზნეს ობიექტებს რეგისტრაციისკენ, რათა ეკონომიკის გახსნის შემდეგ შეძლონ მუშაობის განახლება
„მოვუწოდებ ბიზნეს ობიექტებს, რომ რეგისტრაცია მათ ინტერესებში შედის, რათა ეკონომიკის შესაბამისი ფაზის გახსნასთან ერთად მათ ჰქონდეთ მუშაობის უფლება“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს2-3 სამუშაო დღეში მოხდება ობიექტების შემოწმება. „მოგეხსენებათ ეკონომიკის გახსნა დაანონსებულია 6 ეტაპად. მეორე ეტაპის კომპანიები, რომლებიც დღეის მდგომარეობით მოწმდება, როგორიცაა მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისების საქმიანობა, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის, რემონტთან დაკავშირებული საქმიანობის და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობები. ამის შემდგომ დაიწყება, მესამე ეკონომიკის ეტაპის გახსნა,რომელიც შემოწმდება პრიორიტეტულად. შემოწმების პროცესში ჩართულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, რომელსაც კოორდინაციას უწევს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ჩართული უწყებები არიან: შემოსავლების სამსახური, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სააგენტო, ყველა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობითი სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრაციის განხორციელებიდან არაუგვიანეს 2-3 სამუშაო დღისა, მოხდება კომპანიების შემოწმება, ამიტომ კრიტიკულად აუცილებელია, როდესაც კომპანია ახორციელებს რეგისტრაციას მას უკვე ჰქონდეს მაქსიმალური მზაობა შემოწმების პროცესისთვის. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი და ვირუსის გავრცელებას შევუშალოთ ხელი. დღის მდგომარეობით რეგისტრირებულია 2000 კომპანია, რეგისტრაციის ტემპი საკმაოდ შენელებულია, ამიტომ მოვუწოდებ ბიზნეს ობიექტებს, რომ რეგისტრაცია მათ ინტერესებში შედის, რათა ეკონომიკის შესაბამისი ფაზის გახსნასთან ერთად მათ ჰქონდეთ მუშაობის უფლება. მინდა ხაზი გავუსვა, კომპანიები რომლებიც აპრილის თვეში სხვადსხვა უწყებებში უკვე იყვნენ რეგისტრირებულნი დამატებით რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური აპლიკაციით აღარ საჭიროებენ, რადგან ისინი რეგისტრირებულნი არიან ბაზაში და მათი შემოწმება მოხდება ეტაპობრივად“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების ხელმძღვანელმა.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)