|
2015-01-27 11:23:49, 1708 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია
"საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია და ბიზნეს მეგობრული გარემოა",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის თქმით, ბიზნესმენებს რეგიონში პროდუქტების საბაჟო ტარიფების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, საქართველოს დიდი სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება შეუძლიათ. "ვინაიდან გვაქვს ჩვენ მეგობრული ურთიერთობები და ყველა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა, ეს ორმაგად ხელს შეუწყობს ლიტვიდან და მეგობარი სახელმწიფოებიდან ინვესტიციების მოზიდვას, აქ არის ბიზნესის ხელშეუხებლობა. და საქართველოში არის ძალიან ბიზნეს-მეგობრული გარემო. შესანიშნავი დინამიკა და უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, წარმოება, ლოჯისტიკა, ტურიზმი და ა.შ. ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მწარმოებლები, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, საწარმოების დაარსებას საქართველოში ამჯობინებენ იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რეგიონში პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, საბაჟო ტარიფების გარეშე. ჩვენი მთავრობისთვის ლიტვასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მივესალმებით ლიტველ ინვესტორებს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღესვე, საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)