|
2015-01-27 11:21:30, 2219 ნახვა
სამართალი
ბულგარეთის მოქალაქეები საქართველოში 8,5 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ბულგარეთის სამი მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული საშო ტ, 1996 წელს დაბადებული გეორგ ა. და 1981 წ. დაბადებული რუსი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო კონტროლის გავლისას, დაკავებულებს სხეულზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,295 კგ კოკაინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ. დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს. გამოძიება წისანწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)