|
2020-04-24 12:52:14, 14460 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 26 პაციენტის პასუხი უარყოფითია, 4 პაციენტის პასუხი კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 30 კვლევიდან 26-ის პასუხი უარყოფითია. მისი თქმით, 4 პაციენტის ტესტის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. „ამჟამად კლინიკაში იმყოფება 54 პაციენტი. გუშინ ჩატარდა კვლევა 30 პაციენტზე და მათგან 26 უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 შემთხვევაზე კვლევა გრძელდება და მათი პასუხი დღეს იქნება ცნობილი. დაწყებულია პაციენტების კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში გადაყვანა. ღამით 5 პაციენტი გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი პაციენტები დღის განმავლობაში გადავლენ. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ბოლო 4 დღეა, ჩვენს კლინიკაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი არცერთ პაციენტს აქვს“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)