|
2020-04-23 12:21:29, 1792 ნახვა
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითს ვერავინ დატოვებს, რადგან რისკი საკმაოდ მაღალია და ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს
სოფელ ღვანკითს ვერავინ დატოვებს, რადგან რისკი საკმაოდ მაღალია და ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ რა ვადით ჩაიკეტება სოფელი, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. „სოფელ ღვანკითში სასურსათო მაღაზიები არსებობდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ დაიკეტა, ჩვენ დილიდანვე გვქონდა მოლაპარაკებები ამ მაღაზიების მეპატრონეებთან, რომლებიც დაგვთანხდნენ, რომ გახსნიან მაღაზიებს, შესაბამისად, შევიტანთ პროდუქტს და ამ მხრივ, სოფლის მოსახლეობას პრობლემა არ ექნება. რაც შეეხება მედიკამენტებს, ასევე სხვადასხვა საჭიროების საგნებს, ამაზე დახმარება მოგვიწევს ჩვენი რესურსით და ვისაც ექნება საჭიროება, მოვახდენთ რეაგირებას. სოფლის დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ გუშინ გვიან ღამით იმიტომ, რომ გუშინ დაფიქსირდა კორონავირუსის კიდევ რამდენიმე შემთხვევა ამ სოფლიდან და ეს რიცხვი გაიზარდა ათამდე. სოფლის რწმუნებული, სპეციალისტები უკვე დადიან მოსახლეობასთან, ასევე ოთხი ჯგუფი იმუშავებს ეპიდემიოლოგების სხვადასხვა ადგილას და ფაქტიურად ყველა ადამიანთან გვექნება კომუნიკაცია. ის პერიოდი, რასაც გადავწყვიტავთ საბოლოოდ, რომ სოფელი იყოს ჩაკეტილი, სოფელს ვერავინ დატოვებს, რადგან რისკი არის საკმაოდ მაღალი, რომ ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს. ეს არის სხვა შემთხვევა, არ არის დაკავშირებული იმ პირველ წყაროსთან, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ის პირველი ე.წ. კლასტერი მთლიანად შესწავლილი გვქონდა და ახლა ვინაიდან ახალი კერა გაგვიჩნდა, გადაწყდა, რომ სოფელი ჩაიკეტოს, რა ვადით, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)