|
2015-08-12 17:34:50, 528 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კახიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში სასჯელაღსრულების სექტორის განვითარების ორწლიან პროგრამას. მხარეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ასევე INL - ის წარმოამდგენლობასთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენ სისტემაში ძალიან ბევრ პროგრესს მივაღწიეთ. შეხვედრაზე განვიხილეთ კონკრეტულად ის პროექტები, რომელიც დაწყებულია და ამავდროულად, ვისაუბრეთ სხვა ახალ პროექტეებზე, რომელიც სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა კახა კახიშვილმა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე სტანდარტების განვითარების მიზნით, სისტემის თანამშრომელთა გადამზადება ხორციელდება.
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)