|
2020-04-10 13:40:33, 1239 ნახვა
კომენტარი
თურნავა საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე - ეს არ არის მოდური აქსესუარი, ეს არის პირადი დაცვის საშუალება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბედეები არ არის მოდური აქსესუარი, ის პირადი დაცვის საშუალებაა. მისი თქმით, ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი. „რაც შეეხება პირბედეების ვიზუალურ მხარეს, პირველ რიგში, ყველას უნდა გვახსოვდეს და მოსახლეობასაც ძალიან კარგად ესმის, რომ პირბადე დღეს არ არის რაიმე ისეთი მოდური აქსესუარი. ეს არის პირველ რიგში, პირადი დაცვის საშუალება, რაც თითოეულ ჩვენგანს გვიცავს ეპიდემიისგან და აუცილებელია ტარებისთვის. ჩენ ყველას ძალიან გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს და დადგება ის დრო, როდესაც პირბადეს ჩვენ შევხედავთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ასეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს. თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რაც მთავარია იკერება დღეს საქართველოში. ათასამდე ადამიანს ვასაქმებთ ჩვენ სამკერვალო ფაბრიკებში ვინც არიან დღე და ღამე ჩართულები ამის კერვაში. ჩვენთვის, ეს ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)