23:44 - 18 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 18:46:17, 525 ნახვა

პოლიტიკა
შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა მიეწოდა

შვეიცარიის მხარეს, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ქარელის რაიონის სოფლებში ცერონისსა და  თამარაშენში  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გადაეცა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში ხაზგასმულია, რომ ბოლო ერთი თვის განმალობაში უკვე მესამედ ფიქსირდება ბანერების აღმართვის ფაქტი. რუსეთისფედერაცია მიზანმიმართული, პროვოკაციული და აგრესიული ქმედებებით ძაბავს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას და ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics