|
2020-04-06 16:34:28, 1324 ნახვა
საზოგადოება
COVID-19-ით ინფიცირებული სპორტსმენი მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ბოდიშს უხდის
კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი, გიორგი ღვინჯილია ვიდეომიმართვას ავრცელებს და მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ბოდიშს უხდის. როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა. „ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება, მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. არანაირი სიმპტომები არ მქონდა, არც სიცხე, არც ხველა და არც ყელის ტკივილი. ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს მშვენივრად ვგრძნობდი და 28 მარტს საქმეზე წავედი ზუგდიდში. მოვინახულე მეგობარი, ოჯახში შევედი, ხელის ჩამორთმევა არ ყოფილა, უბრალოდ 1 საათს გავჩერდი და წავედი სოფელ ლიაში. იქაც ოჯახში ვიყავი, 1 ღამე გავატარე, შემდეგ წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, ბებიაჩემის საფლავზე. იქაც კონტაქტი მქონდა ერთ ოჯახთან, დისტანციურად, ხელის ჩამორთმევის გარეშე". მისი თქმით, მას მჭიდრო კონტაქტი მხოლოდ 16 ადამიანთან ჰქონდა. „ის, რომ ჩემზე ლაპარაკობენ, თითქოს რუსეთის მოქალაქე ვარ, ახალი ჩამოსული ვარ და მოვიარე სამეგრელო, ესაა ცრუ ინფორმაცია. ისიც, რომ მე აფხაზეთიდან გამოვედი სამეგრელოში, სიცრუეა. ისიც რომ მე ვიყავი ჩხოროწყუში დაბადების დღეზე, სიცრუეა. კიდევ გამივრცელეს ჭორი, რომ ეკლესიაში ვიყავი წირვაზე. კიდევ ის, რომ მოვიარე სამეგრელო და მქონდა 150 კაცთან კონტაქტი, ესეც სრული სიცრუეა. მე კონტაქტი მქონდა მაქსიმუმ 16 ადამიანთან, აქედან, 4 ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი, აქედან ერთთან სახლში ვიყავი, ერთი ბოთლიდან და ერთი ჭიქიდან ვსვამდით. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ისინი კარანტინში მოექცნენ. მათგან ოთხი პირს ჰქონდა ახლო კონტაქტი, არცერთს არ დაუდასტურდა ვირუსი, ასევე, კარანტინში მყოფებს არ აქვთ სიმპტომები“, - განაცხადა გიორგი ღვინჯილიამ.
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)