|
2020-04-03 14:43:59, 1914 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენ თანამოქალაქეების მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა რომ შევძლოთ, მაქსიმალური სოლიდარობა გვჭირდება
„მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, იყო გადაწყვეტილების მიღების მონაწილე, როცა განიხილებოდა სოლიდარობის კამპანიის დაწყება, რომელიც სრულად მხარდაჭერილია პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გაზიარებული პარლამენტის წევრების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, „ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირების მიერ”. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნული განცხადება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. „ვფიქრობ, ეს არის საყოველთაო სოლიდარობის ღონისძიებების დაწყების ნიშანი. ჩვენი სოლიდარობით, ჩვენი ერთიანობით უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც ახალი ინფექციის გავრცელების რისკმა შექმნა. ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენ თანამოქალაქეების მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა რომ შევძლოთ, მაქსიმალური სოლიდარობა გვჭირდება. ვისაც აქვს შესაძლებლობა, მან უნდა გაიღოს და ის ინიციატივა, რომელიც „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის მიერ არის წამოწყებული, ვფიქრობ, რომ იქნება მაგალითი როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)