|
2020-04-02 16:24:22, 1531 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ბილაინი თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში და სამსახურიდან ტრანსპორტირებას დღეიდან უზრუნველყოფს. კლინიკებში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თანამშრომლები სამსახურში ძირითადად რეგიონებიდან დადიან. საქართველოში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გაუქმდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება და კლინიკების პერსონალის გადაადგილებას ბილაინი დაქირავებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს. ყოველი მგზავრობის დასრულებისას ხდება მანქანების დეზინფექცია და მგზავრების გადაყვანაც სახელმწიფოს დადგენილების შესაბამისად განისაზღვრება. „ბილაინმა ახალი კორონავირუსის გაჩენისთანავე დაიწყო ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები და დღესაც აქტიურად განაგრძობს. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც სრულად გადავიდა სახლიდან მუშაობაზე, მათ შორის დისტანციურად მუშაობს ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ქვეყნის მასშტაბით ბილაინის ყველა მაღაზია დაკეტილია, თუმცა მომხმარებელს შეუფერხებლად შეუძლია ნებისმიერი მომსახურების მიღება ციფრული არხების მეშვეობით - აპლიკაციით, ვებგვერდითა და ონლაინ ჩატით, ასევე, სატელეფონო ცენტრით. ჩვენ ვიზრუნეთ საზღვრების ჩაკეტვის გამო საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს 2,500-მდე აბონენტზეც და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის როუმინგში მობილურ ინტერნეტს ვურიცხავთ საჩუქრად. ეს ბილაინის ინიციატივების მცირე ჩამონათვალია“, - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ. - „ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის გარდა, ვფიქრობთ, აუცილებელია, წვლილი შევიტანოთ მთლიანად ქვეყნის ბრძოლაში კორონავირუსის წინააღმდეგ. როდესაც დავინტერესდით ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საჭიროებებით, აღმოჩნდა, რომ მათი ტრანსპორტირება ერთ-ერთი მწვავე საკითხია. იმედი გვაქვს, რომ ამ საზრუნავის მოგვარება მნიშვნელოვან შვებას მიცემს ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. მინდა მთელ ქვეყანას ვუსურვო ჯანმრთელად ყოფნა და ვირუსის სწრაფად დამარცხება“, - დაამატა ანჯეი მალინოვსკიმ.
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)