|
2020-03-29 15:49:48, 1690 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილში“ შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ. აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ იმყოფებოდა. კახა კალაძემ კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ადამიანებს, რიგითი მოქალაქეებს, როდესაც თავისთვის ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს, ეძლევათ შესაძლებლობა და ეს, რა თქმა უნდა, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ გარკვეული პროდუქტები შეიძინონ იმ ადამიანებისა და ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ვისაც ჩვენ ვეხმარებით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი წერილი, ზარი შემოდიოდა, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ, როგორ შეიძლება ჩავერთოთ კამპანიაში, ამას რიგითი მოქალაქეები გვწერდნენ. ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაეხმაროს და თავისი წვრილი შეიტანოს პროდუქტებით ადამიანებისა და ოჯახების დახმარების საქმეში. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის. საკმაოდ დიდი მოცულობაა უკვე შეკრებილი, რომელსაც ჩვენ გამგეობებისა და მოხალისეების საშუალებით ვარიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში იმ ოჯახებში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ მისულ მომხმარებელს დახვდება „წითელი ჯვრის“ კუთხე, სადაც მათ მოხალისეები საჭირო პროდუქტებთან დაკავშირებით რეკომენდაციას გაუწევენ. „წითელი ჯვრის“ კუთხე ასევე, ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ ყველა ფილიალში. სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები. აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)