|
2020-03-27 16:26:43, 6342 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოში ყოველ მე-5 ბენზინგასამართ სადგურზე, სტანდარტებთან შეუსაბამო დიზელის საწვავი იყიდება
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეიქმნა ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, მუდმივად ვსაუბრობთ საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებულ მასშტაბურ პრობლემებზე“, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, საწვავის ხარისხი რჩება ნავთობსექტორისათვის უმთავრეს გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატარებს გარკვეულ მონიტორინგს ავტოგასამართ სადგურებსა თუ ნავთობბაზებში, პრობლემა მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. „2019 წლის მონაცემებით, სამინისტროს მიერ აღებულ იქნა დიზელის საწვავის 270 სინჯი 188 გასამართი სადგურიდან. 61 სინჯის შემთხვევაში, დიზელის საწვავში, გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს! ასევე - აღნიშნულ სინჯებში დაშვებულ ნორმასთან შეუსაბამო იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც - რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ შეუსაბამობასთან. რიგ შემთხვევებში გოგირდის მაჩვენებელი ქვეყანაში დასაშვებ ზღვარს თითქმის 30-ჯერ აღემატება, ხოლო ევროპაში მოქმედ დიზელის სტანდარტს - 150-ჯერ. მისასალმებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება აღნიშნულ სინჯებთან დაკავშირებული მასალების საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის თაობაზე“, - განაცხადეს ნავთობის ასოციაციაში. მათი ინფორმაციით, პრობლემის სიმწვავე კიდევ უფრო თვალშისაცემია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აქტიურად ხორციელდება ბენზინის იმპორტი ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან, რაც გვაძლევს საფუძველს მოვუწოდოთ სამინისტროს გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებითაც სინჯების აღებისა და ანალიზების ინტენსიურად ჩატარების კუთხით. „დგება დრო, როდესაც სახელმწიფომ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ: უხარისხო საწვავის იმპორტის დაშვება სრულად ანგრევს კეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, ქმნის არაჯანსაღ და არაკონკურენტულ გარემოს, აზარალებს კეთილსინდისიერ მოთამაშეებს - უპირველეს ყოვლისა ბრენდულ კომპანიებს, რომელთა ავტო-გასამართ სადგურებზე, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული ხარისხის შესაბამისი საწვავი იყიდება. და რაც ყველაზე მთავარია - უხარისხო საწვავი საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არათანასწორ თამაშის წესებზე საუბრისას არამხოლოდ ბრენდული კომპანიების სახელებს ვგულისხმობთ, არამედ ამ კომპანიებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს, რადგან უსამართლო კონკურენცია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ სამუშაო ადგილებს უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)