14:27 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 11:29:03, 3305 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა წევრი ქვყნების საბაჟო ადმინისტრაციებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა

ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქონლის გადაზიდვების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც  წევრი ქვეყანა, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO).

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიამ თავის ვიდეო მიმართვაში უდიდესი მადლობა გადაუხადა წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს და მათ შორის საქართველოს, ამ რთულ პერიოდში, სწრაფი, სანდო, უსაფრთხო და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დენერგვისთვის, რომლებიც კონტროლის ბარიერების მინიმუმამდე შემცირებით მოხდენენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსის სწრაფ გაუმჯობესებას.

მისი თქმით - „ ჩვენ მივმართეთ, ორგანიზაციის 183 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, რათა მათ გაიზიარონ არსებული გამოწვევები და მიიღონ რჩევები ამ მიმართულებით, კერძოდ; შესაბამისი რისკ-მენეჯმენტის გათვალისწინებით, მოახდინონ საზღვრებზე საქონლის მოძრაობის პროცედურების გამარტივება.

ასევე, კომუნიკაციის ფარგლებში, უზრუნველყონ თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან და კერძო სექტორთან. ამასთან,  მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო და შევაქო თითოეული მებაჟე ოფიცერი და ასევე, მოვუწოდო საბაჟო ადმინისტრაციების ხემძღვანელებს  გაატარონ სათანადო ღონისძიებები  მათი ჯანმრთელობის დასაცავად. ერთად, ჩვენ გავიმარჯვებთ!" - აღნიშნა კუნიო მიკურიამ.

ვიდეო მიმართვა იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://www.wcoomd.org/en.aspx





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics