|
2015-08-08 09:46:59, 595 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ქართველი ხალხი ვერ შეეგუება, რომ აფხაზებისა და ოსების გარეშე იცხოვროს
„ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორიების დაკარგვას, აფხაზების და ოსების გარეშე ცხოვრებას ქართველი ხალხი ვერ შეეგუება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შეჩერებას გონივრული პოლიტიკით ცდილობს. „ოკუპაცია გრძელდება და ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს ეს პროცესი შევაჩეროს. რაც მთავარია, უნდა ვიყოთ ხანგრძლივი მშვიდობისა და დემოკრატიის გარანტი. მშვიდობას ალტრნატივა არ აქვს. თუ გვინდა, რომ ეს ტერიტორიები შემოვიერთოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ამის ერთადერთი გამოსავალი მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. ეს არის ნდობის აღდგენა აფხაზ და ოს ძმებთან და რუსეთთან გონივრული პოლიტიკა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიქნებით მტკიცე და პრინციპული, რადგან ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორიები და მის დაკარგვას ქართველი ერი არ შეეგუება და იმას, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა იცხოვროს აფხაზებსა და ოსების გარეშე“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)