|
2020-03-24 13:57:07, 1454 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანმა მედიას სურსათის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ობიექტებისთვის უსაფრთხოების რეჟიმთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების შესახებ ინფორმაცია გააცნო
„სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიას შეზღუდვებტან დაკავშრებით ინფორმაცია გააცნო. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პერსონალი ვალდებულია, გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი, ასევე ხშირად, თხევადი საპნით და წყლით უნდა დაიბანოს ხელები, ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები უნდა დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით; ამასთან, პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით. სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)