|
2015-08-07 18:47:12, 650 ნახვა
პოლიტიკა
ირინა სარიშვილი: ხელისუფლებამ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო
იმას, რაც დღეს რუსთავი 2–ის მიმართ ხორციელდება, არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ პროცესებთან, - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაყადაღებას. როგორც სარიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხელისუფლებამ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. „არასოდეს გვიმეგობრია მე და რუსთავი 2–ს! არაერთხელ შეგვიმკია ერთმანეთი არასასიამოვნო ეპითეტებით! ასეთი რამ პოლიტიკოსსა და საინფორმაციო საშუალებებს შორის ხშირად ხდება! არც მე და ეროსი კიწმარიშვილი ვყოფილვართ მეგობრები! ალბათ, უფრო პირიქით! მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როცა ხდება უსამართლობა!როცა ხდება მკვლელობა! იმას, რაც დღეს რუსთავი 2–ის მიმართ ხორციელდება, არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ პროცესებთან! ხელისუფლებამ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო! აშკარაა ბიძინა ივანიშვილის სურვილი, ხელში ჩაიგდოს ეს ტელევიზია, რისთვისაც ლეღვის ფოთლის როლში იყენებს ე.წ. "კანონიერ" მესაკუთრეს! კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: ვინ მოკლა ეროსი კიწმარიშვილი?!!!!! მივმართავ მათ, ვისაც არ უყვარს რუსთავი 2, თუმცა მაინც უყურებს! ორმაგი სტანდარტების "სამართლიანებო"! გამოფხიზლდით! სხვისი უფლებების დარღვევის დაშვებით, ან კიდევ უარესი, მოწონებით, საკუთარ თავსაც უქმნით საფრთხეს: ხვალ თქვენი უფლებებიც დაირღვევა! რუსთავი 2 აჩვენებს გაჭირვებულ ხალხს, რომელიც რეალურად არსებობს! არ მოგწონთ?! მოთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი აღარ იყოს გაჭირვებული! რუსთავი 2 ატარებს კონცერტებს, რომლებიც ხალხს უნდა! არ მოგწონთ?! თქვენ თავად ან თქვენმა რჩეულმა მთავრობამ ან ტელევიზიამ ჩაატარეთ კონცერტები! რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, უკანონობაა! ამ უკანონობაზე დუმილი ან ტაშის დაკვრა სირცხვილია! სოლიდარობა რუსთავი 2–ს!“, - წერს ირინა სარიშვილი. ცნობისთვის, სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა - არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)