|
2020-03-22 20:17:45, 7803 ნახვა
სხვადასხვა
კახა კალაძე: დღეს მქონდა კომუნიკაცია პაოლო მალდინისთან და თავს უკეთ გრძნობს
თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. „იტალიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დღეს მქონდა კომუნიკაცია ჩემ მეგობრებთან. პაოლო მალდინი, რომელიც ყველასთვის ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავია, ამ ვირუსითაა დაავადებული, თავის შვილთან ერთად. დღეს ვესაუბრე მას და თავს უკეთ გრძნობს. ზოგადად, იტალიას რაც შეეხება, საზოგადოება ძალიან შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მისი შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად დაკეტილია. ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობა ზუსტად ამ რეგიონშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადამიანების გამოჯანმრთელება, თუმცა ძალიან დიდია ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იზრდება ყოველდღიურად. ძალიან რთულ პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ძალიან ყურადღებით ვიყოთ. არ მინდა, ვინმე დავაპანიკო, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე და ზომების დაცვაა საჭირო, რომ ის ვითარება, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია, თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)