|
2020-03-22 02:08:42, 6954 ნახვა
სხვადასხვა
რა ქნა ერეკლე მეორეს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ, რომ პანდემია არ გავრცელებულიყო
1798 წლის 11 იანვარს თელავში გარდაიცვალა საქართველოს პრაქტიკულად უკანასკნელი მეფე ერეკლე მეორე, რომელიც მოსახლეობაში უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც ქართლში, ისე კახეთში შავი ჭირი მძვინვარებდა, რომლის კიდევ უფრო გავრცელებისათვის შეიძლება ხელი შეეწყო მეფის გასვენებაში ათასობით ადამიანის თავმოყრას. ეს საშიშროება კარგად შეაფასა პატარა კახის ოჯახმა და მეფის დაკრძალვა მეორმოცე დღემდე გადასწია, რათა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო. ერეკლე მეორე მხოლოდ 21 თებერვალს იქნა მცხეთაში დაკრძალული. სხვათაშორის მეფე თბილისში არ შეუბრძანებიათ და არ დაუსვენებიათ, რათა ხელი არ შეეწყოთ შავი ჭირის ქალაქში გავრცელებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)