|
2020-03-21 16:15:43, 1300 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის"პირდაპირ ეთერში განაცხადა. დეპუტატმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აჩერებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, თუმცა, მმართველ გუნდს ჰქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. „შევჯერდით უმოკლეს ვადებზე, რა ვადებშიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვით არის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა. ეს არის, დაახლოებით, მაქსიმუმ, ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში. დრო გვაქვს საკმარისი ამისთვის, გვქონდა ამაზე კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და ვართ შეჯერებული შესაბამის გადაწყვეტაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)