|
2015-08-06 17:34:12, 528 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სამოქალაქო სექტორს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი თავის საქმიანობას სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით იწყებს, ძალიან მნიშვნელოვანია. კახი კახიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სისტემაში არსებული ვითარება გააცნო და მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრი, ასევე, გაეცნო არასამთავრობო სექტორის ხედვას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მათთან ერთად პრობლემური თემებიც განიხილა. ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, მინისტრმა სთხოვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, განცხადების გაკეთების პარალელურად, იქვე მიუთითონ პრობლემის მოგვარების მათეული ხედვა. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ მინისტრის პოზიციით საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, ასევე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების მუშაობის კრიტერიუმებით და პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობით. კახის კახიშვილის განმარტებით, დაწყებული რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია უახლოეს მომავალში საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტება და საზოგადოებასა და სამინისტროს შორის ეფეტური დიალოგისა და ამავდროულად, უწყების გამჭვირვალობის ერთგვარი გარანტი იქნება, ხოლო რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას, უნდა დადგინდეს სტანდარტები და კრიტერიუმები, ასევე, უნდა განისაზღვროს იმ პირთა უნარ-ჩვევები, ვისაც მოუწევს დახურულ დაწესებულებაში შესვლა. „მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირადი შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კონტაქტი სხვადასხვა ფორმატში, მაგრამ ასეთი შეხვედრები, სადაც შეგვიძლია კონკრეტული საკითხები განვიხილოთ, დავსახოთ პრიორიტეტები, ძალიან კარგია. მე მიმაჩნია, რომ ყოველთვის უნდა მედოს საზოგადოების პულსზე ხელი, რაც ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. მინისტრის გადაწყვეტილებით, მსგავსი სახის შეხვედრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მინიმუმ ორ თვეში ერთხელ გაიმართება, გარდა ამისა, სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირი გამოიყოფა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)