16:46 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:46:32, 1454 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: საბანკო რეგულაციების შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

„ეროვნული  ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების  გარკვეულწილად შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც განსაკუთრებით   აქტუალურია ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის პირობებში.  მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პრინციპი უცვლელია: სესხი ტვირთად არ უნდა დააწვეს მსესხებელს“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გამარტივებას.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა ჭარბვალიანობის ფაქტორის კვლავ გაძლიერებას არ გამოიწვევს. 

„წარმოდგენილი ცვლილებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპი არ იცვლება, თუმცა ხორციელდება გარკვეული შერბილება, წესები ხდება უფრო მოქნილი და ელასტიური, ხოლო საკრედიტო დაწესებულებებს ეძლევათ მეტი თავისუფლება დამოუკიდებლად შეაფასონ რისკები და თავად მიიღონ გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა საბანკო რეგულაციების ამოქმედების მთავარი მიზანი. „ფიზიკური პირის დაკრედიტების, ანუ ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიზანი არის საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და რისკების შემცირება მათ შორის, გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკების შემცირება.  პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპია - სესხის მომსახურეობამ მსესხებელს არ შეუქმნას ფინანსური სირთულეები, მსესხებელმა საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს სესხის მომსახურეობა“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს, საბანკო რეგულაციების გამარტივება დაანონსა. ცვლილებები ძალაში 15 აპრილიდან შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics