|
2020-03-17 13:28:49, 1609 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ, არამედ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ
როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ, არამედ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა საჭირო გახდეს კარანტინული პირობების მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. „რაღაც მომენტში შეიძლება მოგვიწიოს კარანტინული პირობების მდგომარეობის გამოცხადება და ამ მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ინდივიდუალური უფლებების სრულად შეზღუდვა. თუ ჩვენი თანამშრომლობა კომპანიებთან, ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან და სახელმწიფოსთან იქნება ეფექტური, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ იგივე შედეგი, ოღონდ პირველ რიგში, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ნაკლები ზიანი მივაყენოთ ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანა. როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობა კი არა უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამასაც მოვერევით, აქედანაც გამოვალთ და ქვეყანა უნდა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი, რომ რეგიონში კონკურენტულ გარემოში, სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად აღვიდგინოთ ის პოზიციები, რომელზეც ვიყავით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)