|
2015-08-06 10:22:01, 668 ნახვა
საზოგადოება
კახიშვილის: ციხეში საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესებამდე, შესაბამისი სტანდარტები უნდა იყოს დადგენილი
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს აქვთ უფლება შევიდნენ და პატიმრებს ესაუბრონ. ხოლო, რაც შეეხება საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის საკითხს, მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უნდა მოხდეს იმ ადამიანების უნარჩვევების ამაღლება, რომლებსაც ამ მონიტორინგში სურთ ჩართვა. „საზოგადოებრივ მონიტორინგთან დაკავშირებით, ეს არის სერიოზული განაცხადი. პირველ რიგში, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი არ არსებობს. თავად სახალხო დამცველის წარმომადგენლები ფაქტობრივად ყოველდღიურად ყველა დაწესებულებაში შედიან და პატიმრებს ესაუბრბებიან. ამის მექანიზმები გაწერილია. მოგეხსენებათ, ჩვენ ვიყავით ზუსტად ის ადამიანები, რომლებმაც მივეცით სახლახო დამცველის პრევენციული მექანიზმის წევრებს ფოტოაპარატით შესვლის უფლება... ეს იქნება 2016 წლის შემდეგ, იმიტომ, რომ სტანდარტები იყოს დადგენილი. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ციხეში იყოს ის სტანდარტები, რომელიც უნდა იყოს. ეს არის დახურული სარეჟიმო დაწესებულება. ამ დაწესებულებაში მუშაობას სჭირდება შესაბამისი უნარჩვევები. თუ ჩვენ შევთანხმდებით უნარჩვევებზე, სტანდარტებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა შევიდნენ, როგორ აწარმოონ თავისი საქმიანობა, როგორ უნდა იზრუნონ ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა აქ მიუღებელი არაფერი არ იქნება. პირველ რიგში სტანდარტებია დასაცავი. მე ზოგი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცი, რომელიც მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმიტომ შედის, რომ განცხადება გააკეთოს და მეტად გამოჩნდეს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მექანიზმებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იმ ადამიანების უნარჩვევების ამაღლებაზე ვიზრუნოთ, რომლებსაც სურვილი აქვთ, მომავალში ასეთ მონიტორინგში ჩაერთონ, გადაწყვეტილება კი, შემდგომ იქნება მიღებული“, - განაცხადა კახიშვილმა. ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)