|
2015-08-05 15:36:33, 443 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც დაწესებულებებში სასჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად წაადგება სისტემის გაჯანსაღების პროცესს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, თუმცა განმარტავს, რომ მოთხოვნა იქნება საკმაოდ მაღალი და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მოყვება. მინისტრი თითოეული დაწესებულების პრობლემებით დაინტერესდა და მათი მოგვარების გზები დასახა. „გზავნილი არის მარტივი - უნდა უზრუნველყოთ იმის შესრულება, რასაც კანონი გვავალდებულებს. მე ვიქნები თითოეული თანამშრომლის მეგობარი, ოჯახის წევრი იმ შემთხვევაში, თუ ის იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ამავდროულად, მინისტრი იქნება ყველა იმ ადამიანის ოპონენტი, ვინც გადაუხვევს სისტემის პოლიტიკას და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, პრობლემების გაცნობის მიზნით, ყველა დაწესებულების მონახულებას და მსჯავრდებულებთან შეხვედრას გეგმავს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)