|
2020-03-13 10:56:35, 2006 ნახვა
კომენტარი
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 22 პაციენტიდან, 7-ს პნევმონია აქვს, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 22 პაციენტიდან, 7თან არის დადასტურებული პნევმონია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქედან ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „მაგრამ გარკვეულწილად რამდენიმე დღეა, სტაბილურია მისი მდგომარეობა და დაავადება არ პროგრესირებს. შეიძლება ითქვას, რომ თუ პროგრესირება შეჩერდა და სტაბილურია, მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მიუხედავად მკურნალობისა, პაციენტების დაავადება შეიძლება, პროგრესირდეს. ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ დაახლოებით, ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შეიძლება, მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს ნიშნავს, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ ტენდენცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ. მანვე დასძინა, რომ ერთ-ერთი პაციენტის მიმართ მე-16 დღეზე ჩატარებული პასუხის სუსტად დადებითია, შემცირდა ვირუსის კონცენტრაცია, მაგრამ ის მაინც არის. „ამიტომ მაინც ჯერ დადებითად მიიჩნევა და საჭიროა გაგრძელდეს მეთვალყურეობა. აღებიდან მაქსიმუმ 4ოთხ დღეში უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთ დღეში“, – განაცხადა მან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)