|
2020-03-13 01:27:33, 11497 ნახვა
ომი უკრაინაში
მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა
საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულების საფუძველზე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სამსახურში ორი კვირის განმავლობაში არ უნდა გამოცხადდეს საჯარო დაწესებულების ის თანამშრომელი, რომელიც განკარგულების ძალაში შესვლამდე ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ძალაში შესვლის დროისთვის ან შემდეგ იმყოფებოდა კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში - ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში, ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, და ესპანეთში, ან მოემგზავრება ამ ქვეყნების გავლით საქართველოში. განკარგულების საფუძველზე, აღნიშნულმა პირმა ორკვირიანი პერიოდი უნდა გაატაროს თვითიზოლაციის წესების დაცვით. განკარგულების მიხედვით, ორკვირიან თვითიზოლაციას ექვემდებარება ასევე მოქალაქე, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, მოქალაქე ვალდებულია, სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზისა და რისკჯგუფში შემავალ პირთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დამსაქმებელი დაწესებულების უფლებამოსილ სამსახურს, ან თანამდებობის პირს, გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმში და შესაძლებლობის შემთხვევაში სამუშაო შეასრულოს დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად. საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა. საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა განსაზღვრონ დაწესებულებების თანამშრომლების ის ნაწილი, რომელიც დროებით გადავა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას და დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, დაწესებულებებმა და უწყებებმა უნდა უზრუნველყონ, ამ განკარგულების გათვალისწინებით, შიდაუწყებრივი სხვა დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში. განკარგულების მიხედვით, რეკომენდაცია ეძლევა ყველა პირს, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იხელმძღვანელონ ამ განკარგულებით გათვალიწინებული დებულებებით.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)