23:42 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 13:57:56, 3647 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულმა სანქციებმა, ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრია დაანგრია

აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გამო, ირანის ნავთობპროდუქტების მეოთხედი უმოქმედოა. აშშ-ს სანქციებმა ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრია დაანგრია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები ითვალისწინებს რეგიონში თეირანის ბირთვული ამბიციებისა და ზეგავლენის შემცირებას. ასევე, ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეჩერებას.

სანქციები დონალდ ტრამპმა ირანს 2018 წლიდან დაუწესა. რითიც ირანი აიძულა, რომ დღეში ორ მილიონ ბარელზე ნაკლები ნავთობი გამოიმუშაოს, რადგან მსოფლიო მასშტაბით ქარხნებმა შეწყვიტეს მისი ნავთობის შეძენა.

სანქციების გამო ირანის ნავთობკომპანიები იძულებულები გახდნენ თანამშრომელთა რაოდენობაც შეემცირებინათ. 2019 წლის კონაცემებით, ნავთობკომპანიებში დასაქმებული იყო 2 800 ადამიანი მაშინ, როდესაც მათი რიცხვი 2017 წელს 9 300-ს შეადგენდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics