|
2020-03-11 11:45:31, 11252 ნახვა
ომი უკრაინაში
კახა კალაძე: პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსს არ დავამარცხებთ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყველაფერს აკეთებს. „უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო შიშის ქვეშ ცხოვრობს და ამ შიშს კორონავირუსი ჰქვია. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა, თუმცა მინდა, დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. იცით, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს, საპატრულო პოლიციას და ყველას, არ მინდა ვინმე გამომრჩეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მადლობა ასევე, მედიის წარმომადგენლებს გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვირუსთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია. „მადლობა მინდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, საკითხის გაშუქებისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი. ძალიან ბევრია დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენზეც - რიგით ადამიანებზე. უნდა გამოვიჩინოთ უფრო მეტი სიფრთხილე. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და ემსახურებიან საზოგადოებას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსს არ დავამარცხებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)