23:17 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 14:03:42, 3400 ნახვა

მსოფლიო
მდინარაძე - პოლიტიკა ინდულგენცია ვერ იქნება, 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს ვერ დაერქმევა პოლიტპატიმარი

„პოლიტიკა ინდულგენცია ვერ იქნება. 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს ვერ დაერქმევა პოლიტპატიმარი“, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული პროცესი ისედაც შეწყვეტილია და ისინი უბრალოდ იმ მემორანდუმს შეუერთდნენ, სადაც ამას გაესვა ხაზი.

 „პოლიტიზირებული პროცესები ისედაც შეწყვეტილია და ჩვენ შევუერთდით მემორანდუმს, სადაც ამაზე იყო ხაზგასმა. არც წარსულში, არც ახლანდელ დროში და არც მომავალში არ იქნება, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში და ამის დაჯერება უჭირს ჩვენს ოპონენტებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ასე არ აწყობთ. მათ აწყობთ, იმაზე კი არ ისაუბრონ, რომ 48 მილიონი ადამიანმა გაფლანგა თუ არა, ისაუბრონ იმაზე, რომ კი გაფლანგა, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკოთ და მოდი, ეს ადამიანი იყოს პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან პოლიტიკაშია. პოლიტიკა ინდულგენცია ვერ იქნება. 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს ვერ დაერქმევა პოლიტპატიმარი. რაც შეეხება გარეთ გამოშვებას და მის დაკავებას, თქვენი ინტერპრეტაციაა, რომ ეს ადამიანი გასამართლდა ორჯერ. მე გეუბნებით, რომ ორჯერ კი არ გასამართლდა, გასამართლდა სამჯერ, რადგან სამი ინსტანციის სასამართლოა“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics