|
2020-03-09 12:45:50, 7602 ნახვა
სხვადასხვა
შოთა რეხვიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში სამკურნალო დანიშნულების მქონე საპნების საწარმო მოინახულეს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში საპნების საწარმო „დემა“ მოინახულეს. შოთა რეხვიაშვილი და დავით შერაზადიშვილი სამკურნალო დანიშნულების მქონე საპნების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ბოლნისელმა პედაგოგმა, „დემას“ საპნების დამზადება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოპოვებული 5 ათას ლარიანი დაფინანსებით დაიწყო, წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია და ინვენტარი შეიძინა და ადგილზე რამდენიმე ადგილობრივიც დაასაქმა. 17 სახეობის, სამკურნალო თვისებებისა და ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო საპონის შეძენა სხვადასხვა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საპონი ხელით, მინიმალური ელექტრო ჩარევით მზადდება და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)