07:04 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 12:46:05, 3290 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი - „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე მოვლენები ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატიის" შედეგია

„ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და ამ დემოკრატიის შედეგია ის, რაც ხდება „აჭარის ტელევიზიაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნისნა, რომ ტელევიზიაში 37 წელია მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და მცდელობა გააკონტროლონ ჟურნალისტები. ის ტელევიზიის თითოეულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს.

„დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მედია საშუალებები მფლობელების მიმართ და მათ პატიმრობით ემუქრებიან. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და ამ დემოკრატიის შედეგია ის, რაც ხდება „აჭარის ტელევიზიაში“. ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი ხნის ბრძოლისშედეგად ხელისუფლებამ შეძლო და იქ დანიშნა, ის დირექტორი, რომელიც შეასრულებს ხელისუფლების დავალებებს, რასაც მოჰყვა ავტომატურად ყველაიმ მედია მენეჯერის გათავისუფლება, რომელიც პასუხისმგებელი იყო არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე. გუშინ ვნახეთ, რომ ეთერიდან მოხსნეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ახლა ბუნებრივია ჯერი უკვე ჯურნალისტებზე. იმ ჟურნალისტებზე, რომელბიც ამდენი ხნის მანძილზე, საკუტარი გმირობის ფასად იბრძოდნენ, რათა შეენარჩუნებინათ პროფესიული თავისუფლება და ღირსება. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა, მე თითოეულ მათგანს უცხადებ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ჩვენი პარტიის სახელი. 37 წელია მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და ჟურნალისტების კონტროლი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მთავარი სიანფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics