|
2020-03-06 16:16:04, 3754 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე - ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა. მისი თქმით, მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი პრინციპი იქნება დაცული. „ისიც ვუთხარით, რომ ბარიერი რამდენიც გნებავთ, შეთანხმდით და მობრძანდით. ვუთხარით, რომ პრინციპი რომელიც აწუხებდათ მათ, 40%-იანი, დაზღვეული იქნება რამდენიმე დამზღვევი მექანიზმით. ისიც ვუთხარით, რომ მართლაც არ აქვს მნიშვნელობა მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას 5-ით მეტი თუ ნაკლები იქნება, რადგან აქ მთავარი პრინციპი იქნება დაცული. აქედან გამომდინარე, ასე ვსაუბრობთ ჩვენ ყველა. ჩვენ ვნახეთ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემა ჩაიხსნა მათივე ხელით, თქვეს, რომ ეს თემა გავწიეთ გვერდზე, კი ბატონო, ძალიან კარგი და ამ პირობებთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ შეგვიძლია შევთანხმდეთ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)