|
2015-08-04 09:21:43, 405 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულებისა მინისტრი კახა კახიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან გამართა. სახალხო დამცველმა კახა კახიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. უწყების ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრეს, ასევე, შეეხნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებსა და რეგულარულ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. „ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი საერთო პრიორიტეტია მსჯავრდებულების უფლებების დაცვა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ყველაზე მთავარია ამ პრობლემის გარშემო კონსულტაციები, გამოსავალის ძიება და საჭირო ამოცანების დასახვა. სახალხო დამცველთან ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენ მუდმივად, საჭიროებიდან გამომდინარე კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ გავმართავთ შეხვედრებს, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ და დავსახავთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სისტემის გაუმჯობესება. ვიმუშავებთ მუდმივი კონტაქტისა და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. უჩა ნანუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემატურ საკითხს შეეხნენ, რომელიც სისტემაში არსებობს. „სასიამოვნოა, რომ მინისტრმა პირველი სამუშაო დღის ნაწილი სწორედ სახალხო დამცველთან ვიზიტს დაუთმო და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლიზმი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციების შესრულების ხარისხი გაიზრდება და დავსახავთ კონკრეტულ გზებს, რათა ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს“, - აღნიშნა ნანუაშვილმა. შეხვედრას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და მოადგილე ნათია კაციტაძე ესწრებოდნენ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)