|
2020-03-06 12:06:13, 7037 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილა
საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. სხდომის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სოფლად სიღარიბის აღმოფხვრის პროცესში საერთაშორისო, დონორი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ვრცლად ისაუბრა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მე-4 ფაზის (ENPARD IV) დაწყების და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებს საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის ფარგლებში, 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშები გააცნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა. სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2019 წლის აქტივობების დიდი ნაწილი შესრულდა, რაც დადებითი მაჩვენებელია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის (EUD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)