|
2020-03-05 18:18:53, 7410 ნახვა
სხვადასხვა
საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მებაჟე ოფიცრებისა და ექიმი-ეპიდემიოლოგების მუშაობას ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში გაეცნო
დღეს, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი. მან, ასევე, დაათვალიერა საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები), რომლებიც საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისო აეროპორტებსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. როგორც ცნობილია, მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებთან (ექიმი-ეპიდემიოლოგები) ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მგზავრთა კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში, ასევე, საერთაშორისო სარკინიგზო სადგურებში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)