|
2020-03-05 14:17:17, 1862 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად მივიღებთ როგორც ფისკალურ, ასევე მონეტარულ გადაწყვეტილებებს
„კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად მივიღებთ როგორც ფისკალურ, ასევე, მონეტარულ გადაწყვეტილებებს“,- ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული პროგნოზით 2020 წელს კორონავირუსს გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკურ ზრდზე. „OECD-ის ოპტიმისტური სცენარით, კორონავიურსს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე 0.5 პროცენტული პუნქტი გავლენა ექნება, ხოლო თუ ვირუსმა უფრო პანდემიური ხასიათი შეიძინა, მაშინ ისინი ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 1.5% შენელდება. ჩვენც ვფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენს შემთხვევაში, გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია, იმიტომ, რომ პირველი, რაც ხდება და რაც ნელდება, არის მიმოსვლა და ტურიზმი. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გაუქმდა ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები და გადაწყდა, რომ მხოლოდ ვიდეო კონფერენციებით მოხდება ჩართვები. სწორედ გლობალურად მიმოსვლის შენელებიდან გამომდინარე, ჩვენზე ეკონომიკური ხასიათის რისკები იზრდება, რადგან ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება და სექტორი არის ტურიზმი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეროვნულ ბანკთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად. „რისკფაქტორი გვეზრდება, რადგან იცით, რომ ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სექტორი და მიმართულება ტურიზმია. ჩვენ ეროვნულ ბანკთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გავდივართ ამ საკითხებს, ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის სტრეს ტესტებს. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვექნება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პასუხი სტიმულირების კუთხით. ასევე იცით, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა განაცხადეს, რომ მზად არიან გამოყონ მსხვილი თანხები. 50 მილიარდი დოლარი უკვე გამოყოფილია იმ ქვეყნების დახმარებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხვდებით. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ პარტნიორებთან. მათთან რეკომენდაციებით მივიღებთ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რითიც ვეცდებით, რომ შევარბილოთ ის ეკონომიკური დარტყმა, რაც შეიძლება ამ ვირუსს ჩვენს ეკონომიკაზე ჰქონდეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)