|
2020-03-05 11:19:03, 6137 ნახვა
სხვადასხვა
ამირან გამყრელიძე - მოვიძიეთ 20 ადამიანი, რომელსაც მეოთხე ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქოდა
„კონტაქტების შესწავლის მიზნით, დღეს დილისთვის გვაქვს დაახლოებით 20 კონტაქტი მოძიებული“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს ამ პირთა მიმართ ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. „გუშინ ღამიდან უკვე ჩაერთო ჩვენი სამსახურები, ეპიდემიოლოგიური სამსახურები, გაფართოებული ეპიდკვლევის მიზნით ანუ კონტაქტების შესწავლის მიზნით, დღეს დილისთვის გვაქვს დაახლოებით 20 კონტაქტი მოძიებული. მათ შორის 15 თვითფრინავის კონტაქტი და მიმდინარეობს ამ კონტაქტირებულ ადამიანთა ჩაღმავებული ეპიდკვლევა. დილის მონაცემებით 162 ადამიანი გახლავთ კარანტინში, საკარანტინო დაწესებულებებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, დღეს ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. პიროვნება კვირას ჩამოფრინდა იტალიიდან. მისივე თქმით, გუშინ ღამით გახდა ცნობილი კვლევის შედეგები, რამდენიმეჯერ გადაამოწმეს და ყველა კვლევამ კოვიდ190ზე დადებითი პასუხი აჩვენა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)