|
2020-03-04 16:23:11, 6160 ნახვა
სხვადასხვა
კომუნიკაციების კომისიამ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა
კომუნიკაციების კომისიამ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა. როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წერს, რომ მათი გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები, როგორც ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების, ისე ვებ-გვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ. „იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის. მეორე მხრივ, კომისიამ ვებ-გვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება საკუთარ ვებ-გვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებ-გვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია“, - წერს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. კომისია ინტერნეტ ვებ-გვერდების მონიტორინგის განახორციელებს და შექმნის ფილტრს, რომლითან გააკონტროლებს, რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები ვალდებულებას. „ინტერნეტში ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებ-გვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. ცნობისთვის, ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)