10:47 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 14:51:41, 1405 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - ვერ წარმოვიდგენდით, რომ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს

„ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პლენარულ სხხდომაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე თავისი კუთვნილ ადგილი მოიპოვა.

„ჩვენ ვიცოდით საქართველოს პოტენციალის, მისი კულტურული რესურსებისა და ზოგადად, მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ქვეყანა ასე სწრაფად განვითარდებოდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებითა თუ მსოფლიო რეიტინგებით თავს დაიმკვიდრებდა რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში); რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო არენას დაიპყრობდნენ და გავხდებოდით  საერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლები ველოდები, რომ 26 მარტს ქართულმა ფეხბურთმა დაგვიდასტუროს  თავის ადგილი ამ დარგში.

ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს, და ეს სტატუსი  კითხვის ნიშნისა და ეჭვის ქვეშ არც დადგებოდა, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იგი თავის კუთვნილ ადგილს მოიპოვებდა.

რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებში მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებებს აღწევენ.

30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა - სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო.

ამ მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს, ისიც ცხადია, რომ  ყველას მიუძღვის წვლილი. ეს მიღწევები საზოგადოების დამსახურებაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics