|
2020-03-03 17:52:37, 3747 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დამუშავდა, როგორც მომსახურების დარბაზები და ოპერატორთა მაგიდები, ისე ყველა სამუშაო სართული. დეზინფექცია ჩაუტარდა თბილისის იუსტიციის სახლის ოთხივე სართულს, სამუშაო ოთახებს, დერეფნებს, სველ წერტილებს და ტექნიკურ სათავსოებს. თბილისის გარდა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება პარალელურ რეჟიმში რეგიონულ ფილიალებშიც დაიწყება, რომელის დასრულებაც მიმდინარე კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო ხსნარებს, რომლითაც შენობების დამუშავება ხორციელდება ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, იუსტიციის სახლში განმეორებითი დეზინფექცია ყოველკვირეულად განხორციელდება. გარდა ამისა, 2 მარტიდან დაიწყო და საჭირო დრომდე გაგრძელდება სამუშაო მაგიდების და სხვა ზედაპირების სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარებით ყოველდღიური დამუშავება. იუსტიციის სახლი თანმიმდევრულად ახორცელებს და შემდგომშიც მზადაა შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც თანამშრომელთა და მომხარებელთა დაცვისთვისაა შემუშავებული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)