|
2020-03-03 16:25:45, 1561 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე კინზინგერის განცხადებაზე - კონგრესში ჩვენი და ჩვენი მეგობრების პოზიცია არის საერთო, ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს
„კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისაკენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებას. მისი თქმით, შეერთებული შტატების კონგრესში ხელისუფლებისა და მათი მეგობრების პოზიცია საერთოა. „მე მოვისმინე კინზინგერის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე და შემიძლია გითხრათ ის ძირითადი საკითხები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მან თქვა, რომ 2024 წლის არჩევნები საჭიროა დარჩეს პროპორციული და იცით, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და უკვე წერია კონსტიტუციაში. მან თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღწეული შეთანხმება. კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისაკენ. ჩვენ ნაბიჯები გადავდგით ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაზეც იყო ოპოზიციის და ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები. არსებობს კონკრეტული, სამართლიანი შეთავაზებები და პირობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, კონგრესში ჩვენი მეგობრების და ჩვენი პოზიცია არის საერთო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას შეთანხმებისკენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პროგრესი არ მიიღწევა, „რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)