|
2015-08-03 12:36:39, 563 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი მღებრიშვილი დღეიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა. „ სისტემაში არსებული ვითრების დეტალურ ანალიზს გავაკეთებ და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება ვისაუბრო პრიორიტეტებზე. მაგრამ ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო. მე დავბრუნდი იმ ოჯახში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ როგორც საჯარო მოხელემ, ფეხი ავიდგი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაცაა და პასუხისმგებლობაც“, – აღნიშნა მღებრიშვილმა. გიორგი მღებრიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მიულოცა. გომელაური დარწმუნებულია, რომ მღებრიშვილი შს სამინისტროში დაწყებულ რეფორმებს წარმატებით გააგრძელებს. „ის მუშაობდა შს სამინისტროში და დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება. სასჯელაღსრულების სამინისტროში მან ძალიან ბევრი გააკეთა. შს სამინისტროში დაწყებულია რეფორმები. დარწმუნებული ვარ რეფორმები უკეთესად იქნება გაგრძელებული, სიახლეები ექნებათ საპატრულო პოლიციაში, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებში“, – განაცხადა გომელურმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)